უძრავი ქონების სააგენტო ,,კერა რეალთი" წარმოადგენს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ახალგაზრდა პროფესიონალთა გუნდს, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის მომსახურებას.

,,კერა რეალთი" მომხმარებელს მომსახურებისა და პროდუქტების მრავალფეროვან პაკეტს სთავაზობს. ჩვენ შეგვიძლია პასუხი გავცეთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ყველა შეკითხვას, შევაფასოთ უძრავი ქონება.

,,კერა რეალთი" გამოირჩევა უძრავი ქონების ბაზრის სიღრმისეული ცოდნით, რასაც უზრუნველყოფს ჩვენი, ყოველდღიურად განახლებადი, საინფორმაციო ბაზა.

თუ გსურთ თქვენი უძრავი ქონების შესახებ ინფორმაცია განათავსოთ ჩვენს ვებ-გვერდზე, გაესაუბრეთ ბროკერს ან თავად დაარეგისტრირეთ მონაცემები, რომელსაც პროფესიონალები შეაფასებენ, მოამზადებენ და შესაფერისი ფორმით მოკლე ვადაში განათავსებენ ვებ-გვერდზე.

ვებ-გვერდი შესაძლებლობას გაძლევთ მასზე განთავსებულ ნებისმიერ უძრავ ქონებაზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღოთ: ფოტო, დაგეგმარება, აღწერა, ახლომდებარე დაწესებულებები, მიდამოს აღწერა, რუქები და ა.შ.